ნაპოლის სცენაზე კვარაცხელია ჰყავდა

Home კატეგორიის გარეშე ნაპოლის სცენაზე კვარაცხელია ჰყავდა
ნაპოლის სცენაზე კვარაცხელია ჰყავდა

No description available.„სან სიროზე” გამართულ ლიდერთა ბრწყინვალე დუელში „ნაპოლიმ” „მილანს” 2:1 მოუგო. ანგარიში პოლიტანომ პენალტით გახსნა (შეუჩერებელი კვარა დესტმა საჯარიმოში წააქცია), შემდეგ ჟირუმ გაქვითა, მაგრამ რასპადორის ნაცვლად შესულმა სიმეონემ თავურით შეაგდო და სტუმრებს გამარჯვება მოუტანა. ამრიგად, სპალეტის გუნდმა სამი ქულა შეიმატა და სანაკრებო შესვენების წინ „ატალანტასთან” ერთად 17 ქულით ლიდერობს. „როსონერისთვის”, რომელმაც მართალია წააგო, მაგრამ ბრწყინვალე, მისთვის ჩვეული, შემტევი და ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშა, ეს სეზონის პირველი მარცხი გახლდათ.

„სან სიროზე” მეტოქეებს ლეაო და ოსიმენი აკლდათ. პიოლიმ დაცვაში, ზედიზედ მეორედ კიაერი და ტომორი შეუწყვილა ერთმანეთს, წინ კი ჟირუს ზურგი კრუნიჩით, დე კეტელაერეთი და სალმაეკერსით გაუმაგრა. თავის მხრივ სპალეტიმ ავანგარდში სიმეონეს რასპადორი ამჯობინა (სპალეტი დისკვალიფიცირებული იყო და მოედნის კიდიდან გუნდს დომენიკინი ხელმძღვანელობდა), რომელიც ფლანგებიდან პოლიტანოსა და კვარაცხელიას ეყრდნობოდა.

პირველი სახიფათო მომენტი ჟირუმ შექმნა, რომელმაც საჯარიმოში გაიბრწყინა, მაგრამ საქმეში მეკარე მერეტი ჩაერია, მისგან კი ბურთი ძელმა აისხლიტა. გახურდა ინტენსიური თამაში ბევრი ბრძოლითა და სირბილით. მილანმა საქმეში ჩართო ყველა, ვისაც შეტევა ეხერხება, „ნაპოლის” კი სცენაზე კვარაცხელია ჰყავდა: ის „სან სიროს” ბრწყინვალებამ ვერ მოაჯადოვა, პირიქით, წააქეზა. კვარა უტევდა, მიმართავდა დრბლინგს. კიაერმა მისი შეჩერება სცადა, მაგრამ , მაგრამ ყვითელი ბარათი მიიღო. მართალია ქართველი კარში ვერ  ურტყამდა, მაგრამ კარგად მუშაობდა. ამ პერიოდში მენიოს კართან ერთადერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა, როდესაც ჟელინსკის პასით პოლიტანომ თავური დაარტყა. გადაღმა კართან კი კვლავ მერეტმა გამოიჩინა თავი. ამჯერად კრუნიჩი ცდილობდა გატანას. ტაიმის ბოლოს კვარამ ქუსლით სცადა დარტყმა, მაგრამ ბურთს მისი თანაგუნდელებიდან ვერავინ შეუსწორა მიმართულება. შემდეგ კი დაუოკებელმა კვარაცხელიამ კალაბრიასაც მიაღებინა ყვითელი.

საკვანძო მომენტი მეორე ტაიმის დასაწყისში დადგა. პიოლის გუნდი მოედანზე სახეცვლილი დაბრუნდა: ყვითელი ბარათების შიშით და თავის დასაზღვევად კალაბრიას მაგივრად მოედანზე შევიდა დესტი, ხოლო კიაერის ნაცვლად კალულუ, მაგრამ ექს-ბარსელონელმა კვარასთან პირველივე დაპირისპირებისას „ლურჯი” გარემარბი საჯარიმოში წააქცია. საქმეში VAR ჩაერია. დაინიშნა პენალტი. პენალტი პოლიტანომ გაიტანა, თუმცა მენიომ კინაღამ აუღო. აქ, „სან სირომ” თავის გუნდს შეუძახა, პიოლიმ კი შემადგენლობის გადახალისება სცადა: კრუნიჩი და სალმაეკერსი გაიყვანა, მათ ნაცვლად კი მესიასი და დიასი შეიყვანა. თავის მხრივ სპალეტიმ კოჭნატკენი პოლიტანოსა და რასპადორის მაგივრად ძებრინი და სიმეონე შეუშვა.

მესიასის შანსის შემდეგ — დე კელეტაერეს შესანიშნავი თამაშის შემდეგ კარი მერეტმა იხსნა — ძენრინმა თეო ერნანდესი ვერ დააკავა, მან ჟირუს მიაწოდა ბურთი, ფრანგმა კი პუნქტუალურად და ზუსტად იმოქმედა და გაათანაბრა. თუმცა, წონასწორობა დიდხანს არ შენარჩუნებულა, 9 წუთში მარიო რუიმ ჩაჰკიდა საჯარიმოში, სიმეონემ ტომორის მომენტი უხელთა და დიდებული თავურით გაიტანა. ამის შემდეგ „მილანი” მეტოქის კარს მიაწყდა და 86-ე წუთზე კალულუს ფანტასტიკური მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა. ბოლო წუთებში კი აღარაფერი შეცვლილა, „ნაპოლიმ” სამი ქულა შეინარჩუნა და „ატალანტასთან” ერთად ცხრილის სათავეშია.

ტუტოსპორტი

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.