
„ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავაში, სლოვაკეთის ჩემპიონ „სლოვანს“ ბრძოლაში დაუზავდა და შინ ნორმალური შედეგით მოდის – 0:0.
არადა, პირველი ტაიმში საამისო არაფერი ჩანდა – სლოვაკები უკეთ გამოიყურებოდნენ. მასპინძლებმა სახიფათო მომენტებიც შექმნეს, მაგრამ ბათუმელები ლაზარე კუპატაძემ სამჯერ გადაარჩინა.
ტაიმის ბოლოს „დინამო“ საქმე კიდევ უფრო დამძიმდა – მსაჯმა ორი ყვითელი ბარათის გამო გუნდის კაპიტანი მამუკა კობახიძე გააძევა და ზღვისპირელები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ.
შესვენების შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდი დაცვაში არ ჩამჯდარა და ფრეზე არ უთამაშია. მეტიც, შეტევაში გაიწია, სლოვაკებს სივრცეები შეუზღუდა და თამაშის კონტროლი დაიწყო. იყო ეპიზოდები, როდესაც ჩვენებს გატანა შეეძლოთ.
„ბათუმს“ ჰქონდა შანსი სლოვაკეთის დედაქალაქიდან მოგებული წამოსულიყო, მაგრამ ბოლო მემენტებში ქართული გუნდი სიზუსტემ დააღალატა. ერთხელ კი მასპინძელთა მეკარემ იყოჩაღა. ყველაფერი ბათუმში გადაწყდება. განმეორებითი მატჩი „აჭარაბეთ არენაზე“ 13 ივლისს გაიმართება.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
