მუყაითი ჯეკი

Home აქეთურ-იქითური მუყაითი ჯეკი
მუყაითი ჯეკი

„მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი ჯეკ გრილიში საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე იმყოფება და მუყაითად ვარჯიშობს. მან ინსტაგრამში გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჯერ სპრინტში ამოწმებს საკუთარ შესაძლებლობებს, შემდეგ კი ბურთიანად სახელდახელო კონუსებს უვლის გვერდს.

წინა დღეებში ის ოდინდელი ასტონვილელი მეგობრის, კონორ ჰურიჰანის ქორწილში ყოფილა. მანამდე თანამენაკრებე ჰარი მაგუაირის ნიშნობაზე გაერთო. ახლა კი ფორმის აღდგენის დროა.

 

 

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.