Bayern Munich: Kahn upset with comments from Robert Lewandowskiმიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ კანმა კლუბიდან რომერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა.

ჩვენ ტოპ კლასის ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც სატრანსფერო პოლიტიკას სიღრმისეულად აკვირდებიან. არც ლევანდოვსკის ემთხვევაში შეცვლილა არაფერი. მას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს და მოუთმენლად ველით, სეზონის წინა შეკრებაზე“

ოლივერ კანს „ბარსელონა“ – ლევანდოვსკის კავშირზეც ჰკითხეს, კატალონიელებმა რომ ახლანდელზე უკეთესი სატრანსფერო წინადადებით მოგმართოთ, პოლონელის გაშვებას არც იმ შემთხვევაში დაყაბულდებითო?..

„არ მიფიქრია. ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ კლუბის წარმატებული გამოსვლისთვის ყველაფერი გავაკეთო. „ბაიერნისთვის“ რამდენად მნიშვნელოვანია ლევანდოვსკი, მან ეს ბევრჯერ დაამტკიცა. ვიმედოვნებ მომავალშიც ასე იქნება. კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს და სხვა ვარიანტებს არ განვიხილავთ, – თქვა კანმა