უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდისთვის ახალი მაისურები დაამზადებინა. ამ ფორმით ჩაატარებს ნაკრები უახლოეს მატჩებს…
წინა მხარეს დატანილია სხვადასხვა სახელმწიფოების დროშები, მათ შორის საქართველოსი. და წარწერაც ამშვენებს უკრაინის მხარდაჭერას რომ გამოხატავს – „გაერთიანება უკრაინისთვის“.
უკან მხარეს კი რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ქალაქების წარწერებია. „ამ ფორმით ვითამაშებთ ამხანაგურებში და მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელ ფლეი ოფებშიც. შემდეგ კი მაისურები ყველა იმ ქალაქის მუზეუმს გადაეცემა, რომელი ქალაქის წარწერაც არის დატანილი“, – თქვა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ.