„ბარსელონას” ფეხბურთელი რონალდ არაუხო საავადმყოფოში გონს მოეგო და ახლა კარგად არის. მან „სელტასთან” შეხვედრაში დაკარგა გონება. მატჩი „კამპ ნოუზე” გაიმართა. „ბარსამ” გაიმარჯვა 3:1. გამარჯვებულთაგან ერთი გოლი გაიტანა მემფის დეპაიმ, ორი — პიერ-ემერიკ ობამეიანგმა. „სელტას” ფეხბურთელთაგან ერთით იაგო ასპასმა უპასუხა.
სწორედ ამ შეხვედრის მეორე ტაიმში შეეჯახნენ ერთმანეთს თავებით თანაგუნდელები, არაუხო და გავი. შეჯახების შემდეგ არაუხო წამოდგა და „ბარსას” სათადარიგოთა სკამისკენ დაიძრა, მაგრამ გონება დაკარგა. ეს მყისვე შეამჩნიეს „ბლაუგრანას” მოთამაშეებმა, რომელთაც ექიმებს უხმეს. არაუხო სასწრაფო დახმარების მანქანით ადგილობრივ საავადმყოფოში წაიყვანეს.
„ახლა ამოვისუნთქეთ, — თქვა მატჩის შემდეგ „ბარსელონას” მწვრთნელმა ჩავიმ, — ექიმებმა გვითხრეს, რომ ურუგვაელი გონს მოეგო. ის ღამეს საავადმყოფოში გაატარებს. არ დაგიმალავთ და თავიდან ძალიან შეგვეშინდა”.
ცხადია, საავადმყოფფოდან გაწერამდე არაუხოს არაერთ ტესტს ჩაუტარებენ. ის რამდენიმე დღეს დაისვენებს.
https://www.youtube.com/watch?v=hl_evHQ86do
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/06/2026 | 10:00დეშამმა ასისტენტს წერილი მისწერა
მთავარი ამბავი28/06/2026 | 08:59ამის შემდეგ რა ელის ინგლისს?
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
მთავარი ამბავი27/06/2026 | 08:39კაპე ვერდე: გამოუშვით არგენტინა!
