ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ჯერ გაურკვევლობაშია და არ იცის, დარჩება თუ არა „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელად. მეტი ამბიცია მაქვსო, ამბობს.
„გუნდი ძალიან მომწონს, მაგრამ ზაფხულში ხელმძღვანელობას შევხდები და მომავალზე ვისაუბრებთ. ამბიცია არ მაკლია. ტიტულებისთვის ბრძოლა მსურს და მეექვსე-მერვე პოზიციისთვის ჭიდილი არ მიზიდავს“.
ადრე იწერებოდა, რომ კონტეს პსჟ-ს მწვრთნელადაც განიხილავენ. გარდა ამისა, ინგლისურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელებს კონტეს სტილი არ მოსწონთ და რობერტო მანჩინის მიწვევა სურთო. შეცვლის იტალიელს იტალიელი?
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
