მარკო ვან ბასტენმა ზედმეტად დაცვითი ტაქტიკის გამო დიეგო სიმეონე გააკრიტიკა. წარსულში ცნობილმა ნიდერლანდელმა სუპერფორვარდმა აღნიშნა, რომ ასეთ ტაქტიკას მომავალი არ აქვს და მხოლოდ დღევანდელობაზეა მორგებული.
„რასაც „ატლეტიკო“ თამაშობს, დაშვებულია, მაგრამ გაკვირვებული ვარ, რომ არსებობს გუნდი, რომელიც 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ იმას ცდილობს, გოლი არ გაუშვას“.
ვან ბასტენმა დაამატა, რომ „ატლეტიკოს“ თამაშის დროს ტელევიზორის სხვაგან გადართვა სჯობს:
„Netflix-ზე, ან სადმე სხვაგან… ვერავის დააბრალებ. მწვრთნელს ნებისმიერი თამაშის არჩევა შეუძლია, უბრალოდ არასასიამოვნოა, რომ ჟოაო ფელიშისა და გრიზმანის სტილის ფეხბურთელები დაცვაში დარბიან“.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
