კელვინ ბესეი „აიაქსში” „რეინჯერსიდან” ზაფხულში გადავიდა და ყველას ეგონა, რომ ის ამსტერდამის გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა, მაგრამ რაღაც არ აეწყო და საქმე იქამდე მივიდა, რომ „ნაპოლისთან” 1:6 დამარცხება აოსტაში დაბადებულ ნიგერიელს დააბრალეს. სხვა სიტყვებით, როგორც „კორიერე დელო სპორტი” წერს, ნიდერლანდებში განტევების ვაცი იპოვეს. რაც შეეხება აოსტას და იმას, თუ რატომ გაუსვა იტალიურმა გაზეთმა ბესეის დაბადების ადგილს...
ჭდე: მარკო ვან ბასტენი
ვან ბასტენი: ატლეტიკო თამაშობს?
მარკო ვან ბასტენმა ზედმეტად დაცვითი ტაქტიკის გამო დიეგო სიმეონე გააკრიტიკა. წარსულში ცნობილმა ნიდერლანდელმა სუპერფორვარდმა აღნიშნა, რომ ასეთ ტაქტიკას მომავალი არ აქვს და მხოლოდ დღევანდელობაზეა მორგებული. „რასაც „ატლეტიკო“ თამაშობს, დაშვებულია, მაგრამ გაკვირვებული ვარ, რომ არსებობს გუნდი, რომელიც 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ იმას ცდილობს, გოლი არ გაუშვას“. ვან ბასტენმა დაამატა, რომ „ატლეტიკოს“ თამაშის დროს ტელევიზორის სხვაგან გადართვა...
დავიტანჯე…
ლეგენდარული და უიღბლო ნიდერლანდელი თავდამსხმელი მარკო ვან ბასტენი 56 წლის გახდა და ძველი ამბებიც იუბილესთან დაკავშირებით გაიხსენა… „კარიერის პიკზე ვიყავი, ყველაფერი კარგად მიდიოდა და ისე მოხდა, რომ 1993 წლის მაისში ბოლოჯერ ვითამაშე. სულ ტკივილები და პრობლემები. ტრავმები რომ გამოაკლო, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი კარიერა მხოლოდ 5-წლიანი იყო. ინვალიდი გავხდი, ტკივილის გარეშე ვეღარფერს ვაკეთებდი. ექიმები უკვე...


