პოლონეთის ნაკრები უარს ამბობს რუსეთთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეო ოფის მატჩის გამართვაზე.
„ჩვენ არ გვსურს რუსეთთან თამაში. ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. პოლონეთის საფეხბურთო კავშირი აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს შვედ და ჩეხ კოლეგებთან იმისთვის, რომ ფიფას ხელმძღვანელობას ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია დაუფიქსიროს“, – განაცხადა პოლინეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ცეზარ კულეშმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი – პოლონეთის საფლეიოფო მატჩი 24 მარტისთვისაა ჩანიშნული მოსკოვის „ვითიბი არენაზე“, ამათში გამარჯვებული კი სწორედ შვედეთი – ჩეხეთის წყვილში გამარჯვებულს უნდა შეხვდეს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
