„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებს უნდათ, რომ მომდევნო სეზონიდან მათი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო გახდეს. ახლა, როდესაც კლუბს ახალი აღმასრულებელი შეფი ჰყავს — 1 თებერვლიდან ედ ვუდვორდის კაბინეტი რიჩარდ არნოლდმა დაიკავა — რალფ რანგნიკის შემცვლელის ძიება აქტიურ ფაზაში გადავა.
ცნობილი გახდა, რომ გუნდს „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ ყოფილი თავკაცი მოსწონს, თუმცა არის სხვა მოსაზრებაც —ხელმძღვანელობის სიმპათია „აიაქსის“ თავკაცის ერიკ ტენ ჰაგისკენ იხრება.
ახალი კონტრაქტის გაფორმება შეუძლია თავად რანგნიკსაც, რომელიც ჯერჯერობით დროებითი მწვრთნელის პოზიციაზეა და თუ მიმდინარე სეზონში წარმატებას მიაღწევს, პერმანენტულ ხელშეკრულებას შესთავაზებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გერმანელი კონსულტანტის პოზიციაზე გადავა.
და მაინც, დიდი შანსია ფეხბურთელების სურვილს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭონ. გუნდისთვის პოჩეტინო პრემიერლიგაში მუშაობის გამო კარგად არის ნაცნობი. ამას ემატება ის გარემოება, რომ არგენტინელის და „პარი სენ ჟერმენის“ გზები ზაფხულში შეიძლება გაიყაროს — 49 წლის სპეციალისტზე ვერ იტყვი, რომ „პარკ დე პრენსზე“ მისთვის ზედგამოჭრილ ადგილს მიაგნო.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პსჟ „რეალს“ ხვდება (პირველი მატჩი 15 თებერვალს პარიზში გაიმართება) და ინგლისური პრესის აზრით თუ დამარცხდება, პოჩეტინოს ბედიც გადაწყდება.
აქვე უნდა ითქვას, რომ იმ შემთხვევაში თუ კარლო ანჩელოტი რაიმე მიზეზით „რეალიდან“ წავა, პოჩეტინოს სამსახურში აყვანა შეიძლება მადრიდელებსაც მოუნდეთ.
თავად რანგნიკი „იუნაიტედს“ ტენ ჰაგის აყვანისკენ იხრება.
„მანჩესტერ იუნაიტედს“ პოჩეტინოს მწვრთნელად მიწვევა ჯერ კიდევ ნოემბერში უნდოდა, როდესაც სამსახურიდან ოლე გუნარ სულშერი გაუშვა, მაგრამ მაშინ „პარი სენ ჟერმენი“ იყო წინააღმდეგი — პარიზელებს შემდეგ თავკაცად ზინედინ ზიდანი სურთ, ზიზუს კი სეზონის შუაში საქმისთვის ხელის მოკიდება არ უნდოდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
მთავარი ამბავი06/08/2026 | 08:08ლუის ენრიკე მაინც კმაყოფილი დარჩა
