ავსტრალია ტიტულებს არ ცნობს

Home კატეგორიის გარეშე ავსტრალია ტიტულებს არ ცნობს
ავსტრალია ტიტულებს არ ცნობს

ავსტრალიის ხელისუფლებამ საერთოდ არ ცნო ნოვაკ ჯოკოვიჩის დიდი სპორტსმენობა და ტიტულები და ქვეყნის ვიზა ხელმეორედ გააუქმა. ამის უფლება მხოლოდ ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრ ალექს ჰოუკს ჰქონდა და ეს უფლება გამოიყენა.

როგორც ჰოუკმა განაცხადა, ის დეტალურად გაეცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ავსტრალიის სასაზღვრო სამსახურისა და ჯოკოვიჩის მხარის მიერ წარდგენილ საბუთებს და ამგვარი პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო.

„ავსტრალიის მთავრობა იცავს ქვეყნის საზღვარს, განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიის დროს.  კანონის მიხედვით, გადავწყვიტე, რომ ბატონ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმდეს“, – თქვა ჰოუკმა.

თუმცა, ნოლეს ადვოკატები ამბობენ, რომ ამ შემთხვევისთვისაც მზად იყვნენ და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. დრო კი ცოტაა – ავსტრალიის ღია პირველობა ხომ 17 იანვარს იწყება. თუ ჯოკოვიჩმა მანამდე მეორე სასამართლო პროცესი ვერ მოიგო ქვეყნიდანაც გააძევებენ და ავსტრალიაში ჩასვლა 3 წლით აეკრძალება.

Pictured: Serbian tennis player Novak Djokovic stands at a booth of the Australian Border Force at the airport in Melbourne, Australia, January 5, 2022

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.