33 წლის არგენტინელი ვარსკვლავი, სერხიო „კუნ“ აგუერო პროფესიონალი ფეხბურთელის 18 წლიან კარიერას ასრულებს.

აგუერო „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი თავდამსხმელია, რომელიც ბოლოს „ბარსელონაში“ გადავიდა სადაც მეგობრის, ლეო მესის მხარდამხარ უნდოდა ეთამაშა, მაგრამ მესი „პარი სენ ჟერმენში“ წავიდა, აგუეროს კი „ალავესთან“ შეხვედრაში მოედანზე გულის შეტევა მოუვიდა — არითმია აღმოაჩნდა.
დიადი დიეგო მარადონას ყოფილი სიძის შესახებ ბოლო ინფორმაცია ასეთი გახლდათ: ექიმებმა მას სამთვიანი მკურნალობა დაუნიშნეს. ახლა კი, ჟურნალისტმა ხერარდ რომერომ დაწერა, რომ თავდამსხმელმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
რომეროს ინფორმაციით, აგუერო მომდევნო კვირაში პრეს-კონფერენციას გამართავს, სადაც თავის გადაწყვეტილებას საჯაროდ გამოაცხადებს.
სერხიო აგუერომ „ბარსაში“ მაინც მოახერხა სამახსოვრო გოლის გატანა — „ელ კლასიკოში“ ბურთი „რეალის“ კარში შეაგდო, თუმცა ის შეხვედრა მადრიდელებმა მოიგეს, 2:1.
კუნის კარიერის მთავარი კლუბი რასაკვირველია „მანჩესტერ სიტი“ იყო, სადა მან ათი წელიწადი (2011-2021) დაჰყო. „სპორტს ილუსტრეიდი“ წერს, რომ არგენტინელმა ვარსკვლავმა „ქალაქელების“ შემადგენლობაში 390 შეხვედრაში 260 გოლი გაიტანა და 73 საგოლე პასი შეასრულა. „სიტისთან“ ერთად მან სხვადასხვა ხარისხის 15 ტიტული მოიგო.
აგუერო „ბარსელონასთვის“ დანაკლისია. კატალონიური კლუბი მის ნაცვლად იმავე „სიტისგან“ რაჰიმ სტერლინგის გადაბირებას აპირებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/06/2026 | 10:06ქარხნის მუშის გაბრწყინება
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
