ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან-უელსის მასტერსის ფინალში კამერონ ნორისთან 6:3 4:6 1:6 დაამარცხა.
ბასილაშვილი თავიდდან აგრესიული დარტყმებით „ბომბავდა“ მეტოქეს, რისი წყალობითაც 1:3-დან ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და მასთან ერთად პირველი სეტიც – 6:3.
მეორე პარტიის სტარტზეც ნიკა 2:1 დაწინაურდა და თითქოს მატჩიც საბოლოო გამარჯვებამდე უნდა მიეყვანა, თუმცა ბრიტანელი ჩოგბურთელი არ გატყდა – მომდევნო გეიმში ნორიმ უკუბრეიკი შეასრულა და შეხვედრაში ინტრიგა დიდი დოზით დააბრუნა.
4:4 -ზე ბასილაშვილმა ზედიზედ ორი გეიმი დათმო და სეტებს შორის წონასწორობაც აღადგინა 1:1.
გადამწყვეტ სეტში ბრძოლა ფაქტიურად აღარ ყოფილა – ბასილაშვილი ცდილობდა მეტოქისთვის წინააღმდეგობა გაეწია, თუმცა თითქმის ყველა ქულა კამერონმა მოიგო.
ინდიან-უელსის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა 600 ქულა და 640 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, რეიტინგში 9 პოზიციით აინაცვლა და ამჟამად მსოფლიოს 27-ე ჩოგანია.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
