მანე დროგბას და სალაჰს დაედევნა

Home აქეთურ-იქითური მანე დროგბას და სალაჰს დაედევნა
მანე დროგბას და სალაჰს დაედევნა

No description available.სანაკრებო პაუზიდან და საკარანტინე ზომებიდან გამომდინარე, ინგლისურმა „ლივერპულმა“ ალისონი და ფაბინიო კი მოისაკლისა, მაგრამ ამას „უოტფორდის“ 5:0 დამცირებაში ხელი არ შეუშლია.

ლივერპულელები სწრაფი გოლით სადიო მანემ დააწინაურა, ვინაც მოჰამედ სალაჰის პასი შეირგო. ეს გოლი სენეგალელისთვის პრემიერლიგაში მე-100 იყო. ამაზე მეტი აფრიკელთაგან მხოლოდ დიდიე დროგბასა და მოჰამედ სალაჰს აქვთ გატანილი – 104.

თუ მანემ ტემპი შეინარჩუნა, თვის ბოლომდე ორივეს ჩამოიტოვებს. „ლივერპულის“ ბოლო 7 შეხვედრიდან ის მოედნიდან უგოლოდ ორჯერ გავიდა და თუ სანაკრებოსაც მივათვლით, 11 მატჩიდან 9-ში გაიტანა.

მანეს 100 გოლს განსაკუთრებულ ფასს ის სდებს, რომ სენეგალელს არასოდეს დაურტყამს პენალტი. პრემიერლიგის ბომბარდირთაგან, რომლებიც პენალტს არ ურტყამდნენ, მანეზე მეტი მხოლოდ ემილ ჰესკის (110) და ლეს ფერდინანდს (149) აქვთ გატანილი.

 

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".