Us open-ის 18 წლის ტრიუმფატორი ემა რადუკანუ მწვრთნელს იცვლის. ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდრიუ რიჩარდსონის მადლობელია, მაგრამ მასთან თანამშრომლობა მაინც შეწყვიტა.
მიზანი შორს მიმავალია – რადუკანუს ისეთი მწვრთნელის აყვანა სურს, რომელსაც მაღალ დონეზე მუშაობის გამოცდილება ექნება.
შეგახსენებთ, რომ რადუკანუმ ამერიკის ღია პირველობის ფინალში 19 წლის კანადელი ლეილა ფერნანდესი 6:4; 6:3 დაამარცხა. ემა ამერიკის ტურნირამდე 153-ე ჩოგანი იყო და უცებ 22-ე ადგილზე აღმოჩნდა.
მოიმატეს რადიკანუს გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელშიც. ახლა ემას 2 მილიონამდე გამომწერი ჰყავს (17.000 ჰყავდა) და მოქმედ ჩოგბურთელთა შორის მეხუთე ადგილზეა. რადუკანუზე წინ სერენა უილიამსი (13.6 მილიონი), სანია მირზა (7.9), ნაომი ოსაკა (2.9) და ეჟენი ბუშარი (2) დგანან.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
