Us open-ის 18 წლის ტრიუმფატორი ემა რადუკანუ მწვრთნელს იცვლის. ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდრიუ რიჩარდსონის მადლობელია, მაგრამ მასთან თანამშრომლობა მაინც შეწყვიტა. მიზანი შორს მიმავალია – რადუკანუს ისეთი მწვრთნელის აყვანა სურს, რომელსაც მაღალ დონეზე მუშაობის გამოცდილება ექნება. შეგახსენებთ, რომ რადუკანუმ ამერიკის ღია პირველობის ფინალში 19 წლის კანადელი ლეილა ფერნანდესი 6:4; 6:3 დაამარცხა. ემა ამერიკის ტურნირამდე 153-ე ჩოგანი იყო...
