ახალ სეზონში „ბარსელონას“ ათნომრიანი ფეხბურთელი არ ეყოლება. სიცარიელე, რომელიც კატალონიის დედაქალაქში ლეო მესის წასვლამ დატოვა, მაისურიდან რიცხვის გაქრობითაც გახდება შესაგრძნობი. თავიდან იყო ლაპარაკი, რომ მეათე ნომერს ფილიპე კოუტინიუს მისცემდნენ, მაგრამ იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ათიანი საერთოდ ხელუხლებელი დატოვონ.
თუმცა, „ბარსა“ ვერ გამოაცხადებს, რომ მის გუნდში ამიერიდან ათნომრიან მაისურს არავინ ჩაიცვამს. ლა ლიგის წესების თანახმად, კლუბს ნომრის გაუქმების უფლება არ აქვს. შესაბამისად, ბარსელონელთა ფორმულირება ასეთია: ახალ სეზონში არავის ეცმება მაისურა ნომერი ათი, თუკი ეს აუცილებელი არ გახდება.
განვმარტოთ: თუ რონალდ კუმანის გუნდს გაძლიერება დასჭირდება და მთავარ გუნდში „ლა მასიადან“ ანუ კლუბის აკადემიიდან რომელიმე ყმაწვილს გადაიყვანენ, მას მიანიჭებენ მეათე ნომერს. სხვას, არავის.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები29/07/2026 | 11:17როგორ უნდა გაყიდოს ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატი?
მთავარი ამბავი29/07/2026 | 07:37რას აპირებს ზიზუ?
აქეთურ-იქითური28/07/2026 | 07:35163 მილიონი ბარკოლასთვის
მთავარი ამბავი28/07/2026 | 07:10ფეხბურთის ახალ წესს პრემიერლიგა დატესტავს
