არის! სანდრო მამუკელაშვილმა საწადელს უწია და კალათბურთის ჯადოქრების სამყაროს – NBA-ის ბინადარი გახდა.
გამთენიისას დასრულებულ დრაფტთან დაკავშირებული პროგნოზები სრულად ახდა. ქართველი მძიმე ფორვარდი გოგა ბითაძის „ინდიანამ“ მეორე წრის 24-ე ნომრად (ჯამურად 54-ე) აირჩია, მაგრამ ქართული დუეტის ხილვა ერთ გუნდში წინასწარ იყო გამორიცხული.
ეს არჩევანი „ინდიანასა“ და მოქმედ ჩემპიონ „მილუოკის“ შორის რამდენიმესვლიანი გარიგების ნაწილი იყო. „ინდიანამ“ სანდროს გარდა მე-60 ნომრად ბერძენი მსუბუქი ფორვარდი გეორგიოს კალაიცაკისიც აირჩია და ორივე „მილუოკის“ დაუთმო.
მოქმედი ჩემპიონის რიგებში პირველი სეზონი უფრო ადაპტაციის იქნება, მაგრამ სანდრო გარკვეულ წუთებს, ალბათ, მაინც მიიღებს. 211 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველი ფიზიკურად უაღრესად კარგადაა მომზადებული, სიმაღლისთვის შეუფერებლად კარგად ატარებს ბურთს და ამპლუისთვის შეუფერებლად კარგად ისვრის პერიმეტრიდან.
რაც მთავარია, სანდროს არ აკლია თავდაჯერება – „სეტონ ჰოლის“ უპირობო ლიდერობა გასულ სეზონში ამის დასტური იყო.
სხვა რა? მონდომება, მწვრთნელის კეთილგანწყობა და ოდნავი იღბალია საჭირო, რომ NBA-ში მორიგი ქართული ისტორია დაიწეროს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
