მარგველაშვილი ოქროს ვეღარ შეწვდა

Home კატეგორიის გარეშე მარგველაშვილი ოქროს ვეღარ შეწვდა
მარგველაშვილი ოქროს ვეღარ შეწვდა

ტოკიოს XXXII-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა მოუტანა. ჩვენებური ფინალში მასპინძელ ჰიფუმი აბეს დაეჭიდა. ჩვენიანი  მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან ვაზარით დამარცხდა.

66 კილოგრამწონით კატეგორიაში მოჭიდავე მარგველაშვილმა ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა – რუს იაკუბ შამილოვს ვაზარით სძლია, ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს იპონით მოუგო, ხოლო ნახევარფინალში სამხრეთკორეელ ან ბაულს დამატებით დროში, მძიმე ბრძოლაში ვაზარით აჯობა.

 

 

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.