ალბამ ქამარი არ შემოიჭირა

Home აქეთურ-იქითური ალბამ ქამარი არ შემოიჭირა
ალბამ ქამარი არ შემოიჭირა

See the source imageახალი ამბავი ნამდვილად არაა, რომ „ბარსელონას“ ფინანსური პრობლემები აქვს.

კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კი დახმარებისთვის გუნდის ვეტერანებისთვის მიემართა: ლეო მესი, ჟერარ პიკე, სერხი რობერტო, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა. თუ ესენი დათანხმდებოდნენ ხელფასის შემცირებას, მერე ახალგაზრდებიც მიბაძავდნენ.

პირველმა ოთხმა უკვე განაცხადა თანხმობა ხელფასის შემცირებაზე. ლეომ სულაც გაინახევრა ჯამაგირი – ოღონდ შემოთავაზებული ორწლიანის ნაცვლად ხუთწლიანი კონტრაქტი გამიფორმეთო.

ჯერ არანაირი რეაქცია არ ჰქონია ჯორდი ალბას. კლუბში იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტ ხუან ლაპორტასთან შეხვედრის შემდეგ ალბა თანხმობას იტყვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია, დავამ სასამართლოში გადაინაცვლოს.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".