სწავლა სიბერემდეო და, საფრანგეთის ნაკრების ექვსი გულშემატკივარი ევროპის გეოგრაფიის შესწავლას ახლა აპირებს.
საქმე ის არის, რომ ზემოთ ნახსენები ექვსეული 19 ივნისს საკუთარი ქვეყნის ნაკრების მხარდასაჭერად ბუქარესტში გაემგზავრა, მაშინ, როდესაც ფრანგებს თამაში ბუდაპეშტში ჰქონდათ.
ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ფრანგები ვერ მიხვდნენ სად იმყოფებოდნენ. არადა, გზად უკრაინელ გულშემატკივრებს შეუერთდნენ, რომლებიც ორი დღით ადრე ჩავიდნენ ბუქარესტში, სადაც ავსტრიასთან მატჩი იყო დაგეგმილი. ფრანგებმა ისინიც უნგრელებად მიიჩნიეს და უკან დაჰყვებოდნენ, რათა სტადიონის გზა გაეგოთ. თუმცა, ქუჩაში რამდენიმესაათიანი ხეტიალის შემდეგ მიხვდნენ, რომ იაღლიში მოუვიდათ.
ცხადია, ფრანგები უნგრეთთან თამაშს ვერ დაესწრნენ, მაგრამ რუმინეთიდან წასვლას აზრი აღარ ჰქონდა და ვლახების ეკონომიკა კარგადაც „ახეირეს“, რადგან მას შემდეგ ბუქარესტში იმყოფებიან და ახლა საფრანგეთი – შვეიცარიის მატჩს ელიან, რომელიც 28 ივნისს, მართლა ბუქარესტში გაიმართება.

ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
