ორშაბათს ევრო 2020-ში ესპანეთისა და შვედეთის ეროვნული გუნდებიც ჩაებნენ. მოგეხსენებათ, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესენი საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან.
ამჯერად მატჩი უგოლოდ დასრულდა. მაგრამ ესპანელებმა სამი რეკორდი მაინც დაამყარეს.
ერთი – შეხვედრის დამთავრებისას, „ფურია როხას“ ბურთის ფლობის 85 – პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. ეს ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც სტატისტიკურმა ორგანიზაცია Opta-მ თვლა დაიწყო, ანუ 1980 წლიდან.
მეორე – ესპანელებმა პირველ ტაიმში 419 დამთავრებული პასი შეასრულეს. ამდენი ევროპირველობის ისტორაში პირველ 45 წუთში არავის შეუსრულებია.
მესამე – 90 წუთის განმავლობაში ესპანელებმა უკვე 917 პასი გააკეთეს, რაც ასევე რეკორდია. წინა მიღწევაც ესპანელებისა იყო – ევრო 2012-ზე მათ ირლანდიას 4:0 მოუგეს და 859 პასი შეასრულეს. აქედან 136 ბარსელონელი ჩავის ანგარიშზე იყო.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 20:13რუსთავი – ახალი ლიდერი
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
