ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს 500-იანი ტურნირის მერვედფინალში გავიდა. ამჯერად ჩვენიანმა ვეტერანი ფრანგი ჟილ სიმონი 6:1 3:6 6:4 დაამარცხა
შეხვედრის სტარტი ნიკას იდეალური გამოუვიდა – ორჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება და სოლიდური სხვაობით დაწინაურდა. ქართველ ჩოგბურთელს მხოლოდ 36 წუთი დასჭირდა პირველი სეტის მოსაგებად – 6:1.
მეორე სეტის მე-8 გეიმში ფრანგმა ჩოგბურთელმა ჯერ მშრალი ანგარიშით მოიგო მეტოქის ჩაწოდება, ხოლო შემდეგ კი უპრობლემოდ გაათანაბრა სეტებს შორის ანგარიშიც 1:6 6:3.
გაამწყვეტი პარტი ფრანგის ფსიქოლოგიურ და სათამაშო უპირატესობით დაიწყო – სიმონი გაცილებით უკეთესად გადაადგილდებოდა კორტზე და ნიკას ჩაწოდებაზე რეგულარულად მიდიოდა ბრეიკპოინტებამდე. ნიკას გაუმართლა, რადგანაც 36 წლის სიმონმა მეხუთე და მეშვიდე გეიმებში ბრეიკის შესრულების ორ-ორი შანსი გაანიავა, ხოლო მეცხრეში – ერთი. თუმც, ბასილაშვილმა ბოლომდე იბრძოდა და ეს დაუფასდა კიდეც – მე-10 გეიმში ფრანგის ჩაწოდებაზე მატჩპოინტი მიიღო, რომელიც გამოიყენა და მატჩიც სათავისოდ დაასრულა.
მერვედფინალში ბასილაშვილი სავარაუდოდ იანიკ ჰანფმანს შეხვდება.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
