ბასილაშვილმა შტუტგარტი გამარჯვებით დაიწყო

Home სიახლეები ბასილაშვილმა შტუტგარტი გამარჯვებით დაიწყო
ბასილაშვილმა შტუტგარტი გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა. რომელ ადგილზეა ქართველი ჩოგბურთელი?ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტუტგარტში დაწყებულ ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 618.735 ევროა, პირველ წრეში მასპინძელ დასტინ ბრაუნს 6:3; 7:6 მოუგო.

ბასილაშვილი ტურნირზე მე-5 ნომრად არის განთესილი, ხოლო 36 წლის ბრაუნი რეიტინგში 330-ე ჩოგანია. შედეგად ჩვენებურს გამარჯვება არ გასჭირვებია.

პირველ სეტში ბასილაშვილი 5:0 დაწინაურდა, შემდეგ ზედიზედ სამი ქულა დათმო, მაგრამ მეტოქეს მეტის უფლება არ მისცა.

მეორე სეტში თანაბარი ბრძოლა იყო: ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებას არ თმობდნენ და საქმე ტაი ბრეკამდე მივიდა. მინი გეიმში ნიკოლოზმა 7:4 იმარჯვა და შემდეგ წრეში გავიდა, სადაც ხორვატ მარინ ჩილიჩსა და კიდევ ერთ გერმანელ რუდოლფ მოლეკერს შორის გამარჯვებულს შეხვდება