2020 წლის 24 ნოემბერს უკრაინელი ჩოგბურთელი დაიანა იასტრემსკაია დოპინგ-ტესტზე ჩავარდა. მის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის, მესტეროლონის მეტაბოლიკები აღმოაჩინეს.
სპორტული არბიტრაჟის სასამართლოს პირველ მოსმენაზე იასტრემსკაიამ განაცხადა, რომ აკრძალული ნივთიერებები მის ორგანიზმში ყოფილ ბოიფრენდთან სქესობრივი აქტის შემდეგ აღმოჩნდა.
თავიდან ახალგაზრდა კაცმა ჩოგბურთელის სიტყვები უარყო, მაგრამ იასტრემსკაიას მამის თხოვნის შემდეგ, აეღო საკუთარ თავზე დანაშაული, სისხლის ანალიზის ჩაბარება მოუწია. მანვე დაწერა განცხადება ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ტრიბუნალისთვის. რის შემდეგ მამაკაცს უკვე თმის ანალიზი მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა და იასტრემსკაიას დაცვის მხარესთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ITF-ს ტრიბუნალი იასტრემსკაიას სიტყვებში სიცრუეს თუ აღმოაჩენს, დამატებით საქნციებს მიმართავს. სასამართლო მაისის მეორე ნახევარშია ჩანიშნული.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
