6 ივნისს საქართველოს ნაკრები სტუმრად ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს ამხანაგურად შეხვდება. მატჩი ქალაქ ენსხედეში გაიმართება და დაესწრება თუ არა გულშემატკივარი, ჯერ არც ჩვენ ვიცით.
გახსოვთ, საქართველოს ეროვნული გუნდი ნიდერლანდებში, ან – პირიქით? ცხადია, არა, რადგანაც ამათ არც ოფიციალურ, არც ამხანაგურ დონეზე ერთმანეთში ჯერ არ უთამაშიათ. როგორც წესი, ამხანაგურს, საპასუხო შეხვედრაც მოსდევს, ხოლმე, თუმც ჯერ ნიდერლანდების საქართველოში სტრუმრობაზე საჯარო ლაპარაკი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ამხანაგური აქვს დაგეგმილი – 2 ივნისს ჩვენები, ასევე სტუმრად, რუმინეთის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან…

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/08/2026 | 22:08ამხანაგური მოგება ისრაელთან
სიახლეები13/08/2026 | 22:04საქართველომ შეკრება დაიწყო
სიახლეები13/08/2026 | 00:01კვარას სუპერგოლი და პირველი ტიტული ახალ სეზონში [VIDEO]
სიახლეები10/08/2026 | 23:22იბერიას მწვრთნელი და კაპიტანი – ლარნთან ისტორიული თამაშისთვის მზად ვართ
