მაიამის საჩოგბურთო სუპერტურნიზე ნიკოლოზ ბასილაშვილის სავარაუდო მეტოქემ, გერმანელმა ალექსანდ ზვერევმა ATP-ს ხემძღვანელობა გააკრიტიკა და მათი საქციელი მოთამაშეთა მიმართ ეჭვქვეშ დააყენა.
„ისინი მხოლოდ ორგანიზატორებზე ფიქრობენ, რათა მათი ფინანსური მხარე იყოს მოწესრიგებული. ATP-ს ნაკლებად აინტერესებს პროფესიონალი ჩოგბურთელების აზრი და მათ პრიორიტეტად არ მიიჩნევს. ეს სირცხვილია, რადგან ATP ახლოს უნდა იყოს სპორტამენებთან. მაგალითად, გვქონდა წინადადება, რომ რამდენიმე ტურნირი ერთ ლოკაციაზე ჩატარებულიყო, მაგრამ ამით სხვები შემოსავალს კარგავდნენ.
მაიამიში ჩვენ მაინც კოლბაში უნდა ვიყოთ მოქცეულები, არადა ქალაქში შეზღუდვები ნაკლებად არის. ATP-მ ეს უნდა გაითვალისწინოს“, – აპროტესტებს ზვერევი.
:focal(1752x433:1754x431)/origin-imgresizer.eurosport.com/2021/01/08/2967211-60900148-2560-1440.jpg)
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
