„რეალმა” დაადასტურა, რომ კორონავირუსი ნაჩო ფერნანდესსაც შეეყარა.
ნაჩომ იცოდა, რომ კონტაქტი ჰქონდა კოვიდით დაავადებულ ადამიანთან და ამიტომ გუნდს, ამ ხუთი დღის წინ, „ალკოიანოსთან” სათასო შეხვედრაზე არ გაჰყვა. მაშინ, ნაჩოს ტესტის პასუხი ჯერ კიდევ უარყოფითი იყო.
შემდეგ მცველს მეორე ტესტი ჩაუტარეს და პასუხის ლოდინში ის არც ბასკეთს გაემგზავრა „ალავესთან” სათამაშოდ, სადაც „რეალმა” 4:1 მოიგო.
საბოლოოდ, 31 წლის ფეხბურთელი, ავადმყოფთა სიაში covid 19-ითვე დაავადებულ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს შეუერთდა.
„ლოს ბლანკოსის” ფეხბურთელებს შორის ნაჩო არის მეხუთე, რომელსაც მიმდინარე სეზონში ვირუსი შეეყარა. მანამდე იავადმყოფეს ედერ მილიტაომ, ედენ აზარმა, კაზემირომ და ლუკა იოვიჩმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი21/07/2026 | 10:13წიტა ლორიანს უნდა
მთავარი ამბავი21/07/2026 | 08:41ბიჭი, რომელმაც ტიტულები 19 წლისამ დააკომპლექტა
მთავარი ამბავი20/07/2026 | 09:05მსოფლიოს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს!
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 12:07შერკი-ნება მწვრთნელთან
