სწორედ გუშინ ვწერდით, რომ ესპანურად ფეხბურთის მატჩში თითქოს გადაწყვეტილი შედეგის შემოტრიალებას რემონტადა ჰქვია. ინგლისურად (და სავარაუდოდ უკვე ქართულადაც) ამას ქამბექს ეძახიან, მაგრამ ის რაც წუხელ სევილიაში „სანჩეს პისხუანზე” მოხდა ქამბექი არ იყო. ეს გახლდათ ნამდვილი რემონტადა: „რეალი” „სევილიასთან” 0:2-ს აგებდა და მსაჯის წამატებულ წუთებში ქარიმ ბენზემას გოლით 3:2 მოიგო. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ჩელსის” დრამატულად ძლევის...
ჭდე: ნაჩო
რეალს ბოლო ტურის იმედი აქვს
„რეალის” შანსი, შეინარჩუნოს ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, ახლა უკვე მცირეა. მიზეზი ის გახლავთ, რომ „ატლეტიკომ” „ოსასუნას” 2:1 მოუგო, თუმცა „ლოს ბლანკოსმა” იმდენი კი მოახერხა, რომ ბრძოლას ბოლო ტურამდე განაგრძობს. მადრიდელებს ბილბაოში ჰქონდათ ძნელი მატჩი, რომელიც ნაჩოს ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს. აღსანიშნავია, რომ „რეალის” მცველმა გოლი მაშინ გაიტანა, როდესაც „ატლეტიკოსა” და „ოსასუნას” შეხვედრაში ჯერ კიდევ 0:0 იყო....
სამეფო კლუბს გვირგვინა ვირუსმა შეუტია
„რეალმა” დაადასტურა, რომ კორონავირუსი ნაჩო ფერნანდესსაც შეეყარა. ნაჩომ იცოდა, რომ კონტაქტი ჰქონდა კოვიდით დაავადებულ ადამიანთან და ამიტომ გუნდს, ამ ხუთი დღის წინ, „ალკოიანოსთან” სათასო შეხვედრაზე არ გაჰყვა. მაშინ, ნაჩოს ტესტის პასუხი ჯერ კიდევ უარყოფითი იყო. შემდეგ მცველს მეორე ტესტი ჩაუტარეს და პასუხის ლოდინში ის არც ბასკეთს გაემგზავრა „ალავესთან” სათამაშოდ, სადაც „რეალმა” 4:1 მოიგო. საბოლოოდ, 31...


