იტალიური „ინტერის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ საუკეთესო ბელგიელ ფეხბურთელად აღიარეს, რომელიც ქვეყნის გარეთ თამაშობს. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ბელგიის საუკეთესო ფეხბურთელადაც, რადგან წამყვანი მოთამაშეები, სწორედ ლეგიონერები არიან.
გამოკითხვაში ლუკაკუმ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინსა და მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუას აჯობა.
„მადლობა ღმერთს, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს „ინტერში“. ბიჭებო, თქვენ ყოველთვის მეხმარებით. მადლობა როგორც „ინტერის“ ასევე ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს, იმისთვის, რომ ჩემს განვითარებაზე ფიქრობენ“, – განაცხადა ბელგიელმა ფორვარდმა.
გეტყვით იმასაც, რომ გუშინ „ინტერმა“ იტალიის თასზე დამატებით დროში დაამარცხა „ფიორენტინა“ და მეოთხედფინალში გავიდა. გადამწყვეტი გოლი ლუკაკუმ 119-ე წუთზე შეაგდო.
ბელგიელი „ინტერში“ 2019 წლიდან თამაშობს. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 27 წლის თავდამსხმელმა 16 მატჩი ითამაშა „ნერაძურის“ შემადგენლობაში, გაიტანა 12 გოლი და გააკეთა 3 საგოლე პასი.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
