ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიის ტურნირზე მოგებათა სერია ვეღარ გააგრძელა და მეოთხედფინალში ავსტრიელ ალექს დე მინართან დამარცხდა – 2:6, 4:6.
ანგარიშიდანაც ჩანს, რომ პირველ სეტში ბრძოლა არ შედგა. ჩვენებურმა ორი მოწოდება და სეტი დაუთმო მეტოქეს.
მეორე სეტიც დე მინარის ბრეიკით დაიწყო. მართალია, ბასილაშვილმა ეგრევე დაიბრუნა, მაგრამ ავსტრიელმა მეხუთე გეიმში ბრეიკი ისევ გაახერხა და ქართველმა მატჩის შემობრუნება ვეღარ მოახერხა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
