მარკო ასენსიო-ვილემსენი ძველებური ფორმის აღდგენის გზაზეა. არადა, ბევრს ეეჭვებოდა, რომ „რეალის” 24 წლის მამით ესპანელი და დედით ჰოლანდიელი შემტევი ამას შეძლებდა. ეგონათ, ასენსიო ისევე ჩაიკარგა, როგორც ბევრ იმედისმომცემ ახალგაზრდას მოსვლია.
„რეალმა” 2021 წლის პირველ შეხვედრაში „სელტას” მოუგო — 2:0. ასენსიომ მეორე თავად გაიტანა, ხოლო პირველზე ლუკას ვასკესს ასისტენტობა გაუწია.
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს მუხლის ტრავმის გამო დაახლოებით წელიწადი გაუცდა. ის 2019-20 წლების სეზონის წინ, ამხანაგურ შეხვედრაში მძიმედ დაშავდა.
„სელტასთან” მატჩის შემდეგ მან თქვა: „ხალხმა არ იცის, რომ ტრავმის შემდეგ სათამაშო წუთების და ჩატარებული შეხვედრების დაგროვება რთული, ხანგრძლივი პროცესია. ვფიქრობ, ახლა სწორ გზაზე ვდგავარ და ბევრს ვმუშაობ, რათა ძველებური ფორმა აღვიდგინო”.
„სელტას” კარში გატანილი გოლი მარკო ასენსიოსთვის მიმდინარე სეზონში პირველი იყო.
„ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა, — განმარტა ვინგერმა, — ყველაფერზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გუნდმა სამი ქულა მოიპოვა. დღეს მაყურებელმა სოლიდური და შემოქმედებითი „რეალი” იხილა. მთელი რიგი მიზეზების გამო, თავიდან პროცესები ცოტა მძიმედ დაიწყო, მაგრამ ახლა ყველაფერი სწორი კალაპოტით მიდის. ჩვენი მისწრაფება ნათელია და ამგვარი მენტალიტეტით კიდევ ბევრ თამაშებს მოვიგებთ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
სიახლეები29/05/2026 | 09:03არსენალი ბუდაპეშტშია
მთავარი ამბავი29/05/2026 | 07:41მესი და ოცდახუთი
აქეთურ-იქითური28/05/2026 | 09:24კვარა: ვფიქრობ, ხანდახან ზედმეტ ემოციას გამოვხატავ
