ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მოახლოვდა და „ბარსელონას“ არგენტინელი კაპიტანი ლეო მესიც ხან „მანჩესტერ სიტის“ დაუკავშირეს, ხანაც – „პარი სენ-ჟერმენს“. თუმცა, თავად ფეხბურთელი მზად არის გუნდს ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმაროს. ეს კი ნიშნავს, რომ მინიმუმ ზაფხულამდე ის გუნდში დარჩენას აპირებს.
„მართალია, რომ შარშან ცუდი ზაფხული მქონდა. ვნერვიულობდი, თუმცა, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და მზად ვარ ყველა ტურნირზე სერიოზულად ვიბრძოლო. ისიც კარგად მესმის, რომ გუნდსაც და კლუბსაც ცუდი დროება უდგას. „ბარსელონას“ ირგვლივ ძალიან ნეგატიური ატმოსფერო არის შექმნილი. მეც და გუნდიც ვეცდებით ამ სიტუაციის გამოასწორებას“, – აღნიშნა გუნდის კაპიტანმა.
შეგახსენებთ, რომ მესის ზაფხულში გუნდის დატოვება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ბოლოს დათანხმდა, რომ „ბარსელონაში“ კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩებოდა. მიმდინარე სეზონში მესიმ 13 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა