გარდა მუდმიმოქმედი ე.წ. „მცოცავი“ რეიტინგისა, ფიფა ყოველწლიურ რეიტინგებსაც აქვეყნებს.
2020 წელს საქართველოს ნაკრებმა 1267 ქულა გამოიმუშავა და მსოფლიოში 89-ე პოზიცია დაიკავა. ჩვენზე 2 ქულით მეტი აქვს და ერთი საფეხურით გვისწრებს ბელარუსი, რომელმაც ერთა ლიგის ნახევარფინალი საქართველოსთან კი წააგო, მაგრამ შესარჩევი ციკლი უფრო წარმატებულად გაიარა.
ზედიზედ მესამე წელიწელიწადია საუკეთესო გუნდი ბელგიის ეროვნული ნაკრები ხდება. ათეული კი ასე გამოიყურება:
1. ბელგია – 1780 2. საფრანგეთი – 1755 3. ბრაზილია -1743 4. ინგლისი – 1670 5.პორტუგალია – 1662 6. ესპანეთი – 1645 7. არგენტინა -1642 8. ურუგვაი – 1639 9. მექსიკა – 1632 10. იტალია – 1625