„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ბრუნო ფერნანდეშს ხელფასი გაუორმაგოს. არადა, მოქმედი კონტრაქტი კიდევ სამ წელზე იყო გათვლილი შემდგომ 12 თვით გახანგრძლივების ოფციით.ფერნანდეში აქამდე კვირაში 100 ათას გირვანქას იღებდა. ამდენივეს იღებენ მეორე მეკარე დინ ჰენდერსონი და მუდმივი სათადარიგო ჯესი ლინგარდი.
ხელფასის გაორმაგებით 26 წლის პორტუგალიელი ცოტათი მაინც მიუახლოვდება პოლ პოგბას და დავიდ დე ხეას (შესაბამისად 300 და 350 ათასი გირვანქა კვირაში).
ლისაბონის „სპორტინგიდან“ გადაბარგების შემდეგ ფერნანდეშმა „მანჩესტერის“ 37 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?