მაიამი ადეტოკუმბოში ნახევარ გუნდს იძლევა

Home აქეთურ-იქითური მაიამი ადეტოკუმბოში ნახევარ გუნდს იძლევა
მაიამი ადეტოკუმბოში ნახევარ გუნდს იძლევა

„მაიამი ჰიტი“ იმდენად არის მოწადინებული იანის ადეტოკუმბოს ხელში ჩასაგდებად, რომ მზად არის მის სანაცვლოდ სამ კალათბურთელს შეელიოს. საუბარი მიდის ტაილერ ჰიროუზე, კენდრიკ ნანიზე და დანკან რობინსონზე.

ადეტოკუმბომ ქარიმ აბდულ-ჯაბარს გადაასწროთავად ადეტოკუმბოს კი უფლება აქვს „მილუოკი ბაქსთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს. თანხა გაინტერესებთ? 228-240 მილიონი დოლარის ფარგლებში. ეს ყველაფერი 21 დეკემბრამდე უნდა მოხდეს, როდესაც სუპერმაქსიმალური კონტრაქტის დედლაინის ვადა იწურება.

თუ ასე მოხდა, მაიმელებს სათადარიგო ვარიანტიც აქვთ – „ვაშინგტონის“ შემტევი მცველი ბრედლი ლი, თუმც „ვიზარდსში“ გაცვლას გამორიცხავენ.

ადეტოკუმბოზე ბევრს არაფერს გეტყვით – ბერძენი კალათბურთელი NBA-ს ორგზის MVP გახლავთ და ამით ყველაფერია ნათქვამი. რაც შეეხება ლის: წინა სეზონში კალათბურთელი საშუალო მაჩვენებელი 30,5 ქულა, 4,2 მოხსნა და 6,1 პასი იყო. ცხადია, ასეთი კალათბურთელის ხილვა გუნდში ყველას სურს.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.