შეფ-მზარეული

Home აქეთურ-იქითური შეფ-მზარეული
შეფ-მზარეული

უცნაური კაცია ეს რონალდინიო. ხან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მარაქაშია გარეული და ყველაზე პრესტიჟულ პრიზ-ტურნირებს იგებს (მსოფლიო ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგა, ფიფას წლის ფეხბურთელი (ორჯერ), ოქროს ბურთი), ხან სხვისი სახელით შედის უცხო ქვეყანაში და მერე ციხეში ცხვარზე და ოციანზე ყომარობს.

ახლა შეფ-მზარეულად გარდასახვა მოუწადინებია და თავისი ინსტაგრამის გვერდზე ფოტოც გამოაქვეყნა. 40 წლის ბრაზილიელმა იტალიურ სამზარეულოს შეუტია და პასტა მოამზადა ფაბიო კორდელოსთან ერთად, რომელიც თავის დროზე უნგრული „ჰონვედის“, გერმანული „უნიონისა“ და იტალიური „ტრევიზოს“ სპორტული დირექტორი გახლდათ.

„გრაცე ფაბიო, დღევანდელ ვახშამზე ნამდვილი იტალიური პასტა მოვამზადეთ ზღვის პროდუქტებით. გავსინჯე და უკვე მზადაა“ – წერს აღფრთოვანებული რონალდინიო.

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.