უცნაური კაცია ეს რონალდინიო. ხან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მარაქაშია გარეული და ყველაზე პრესტიჟულ პრიზ-ტურნირებს იგებს (მსოფლიო ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგა, ფიფას წლის ფეხბურთელი (ორჯერ), ოქროს ბურთი), ხან სხვისი სახელით შედის უცხო ქვეყანაში და მერე ციხეში ცხვარზე და ოციანზე ყომარობს. ახლა შეფ-მზარეულად გარდასახვა მოუწადინებია და თავისი ინსტაგრამის გვერდზე ფოტოც გამოაქვეყნა. 40 წლის ბრაზილიელმა იტალიურ სამზარეულოს შეუტია და...
