„დორტმუნდმა” „იუნიონ ბერლინთან” 1:2 წააგო და საჩემპიონო ბრძოლისთვის პოზიცია გაიუარესა. თუ კვირას „ვოლფსბურგი” „შტუტგარტს” მოუგებს, ედინ ტერზიჩის გუნდი საახალწლოდ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილზეც კი არ იქნება. ეს გახლდათ დორტმუნდელთა მეორე თამაში მას მერე, რაც ლუსიენ ფავრი ახალგაზრდა და გამოუცდელმა მწვრთნელმა, ტერზიჩმა შეცვალა. პირველი თამაში „შვარცგელბენმა” ანუ შავ-ყვითლებმა ბრემენში „ვერდერს” 2:1 მოუგეს და გერმანულ პრესაში დაიწერა,...
ჭდე: უნიონი
შეფ-მზარეული
უცნაური კაცია ეს რონალდინიო. ხან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მარაქაშია გარეული და ყველაზე პრესტიჟულ პრიზ-ტურნირებს იგებს (მსოფლიო ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგა, ფიფას წლის ფეხბურთელი (ორჯერ), ოქროს ბურთი), ხან სხვისი სახელით შედის უცხო ქვეყანაში და მერე ციხეში ცხვარზე და ოციანზე ყომარობს. ახლა შეფ-მზარეულად გარდასახვა მოუწადინებია და თავისი ინსტაგრამის გვერდზე ფოტოც გამოაქვეყნა. 40 წლის ბრაზილიელმა იტალიურ სამზარეულოს შეუტია და...
ხეზე იჯდა ორი კაცი…
ბუნდესლიგა კი განახლდა, მაგრამ უმაყურებელოდ. თუმცა, ფეხბურთის სიყვარული რას არ გაგაკეთებინებს ადამიანს. ბერლინის „უნიონისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდა, მაგრამ რამდენიმე გულშემატკივარმა თამაშის ცოცხლად ყურება მაინც მოახერხა. როგორც ირკვევა, ბერლინური გუნდის ორი ქომაგი სტადიონთან რამდენიმე მეტრში მდებარე 12-მეტრიან ხეზე აძვრა და მატჩს ისე უცქირა. ქომაგებს ხეზე ჯდომა დიდ ხანს არ დასცალდათ, რადგან...
რობერტ ლევან-გოლსკი
მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის ზედიზედ მეხუთე სეზონია 40 და მეტი გოლი გააქვს. ბერლინში, განახლებული ბუნდესლიგის ,„უნიონი“ და „ბავარიას“ საკვირაო მატჩში პოლონელმა ფორვარდმა მე-40 წუთზე თერთმეტმეტრიანით გახსნა ანგარიში. ეს კი მისი მე-40 გოლი გამოდგა ამ სეზონში: 26 ბუნდესლიგაში, 11 ჩემპიონთა ლიგაში და სამიც გერმანიის თასზე. წინა სეზონში ლევანდოვსკიმ 40 გოლი გაიტანა, ხოლო საუკეთესო მაჩვენებელი 2016-17...



