15-22 ნოემბერს, ლონდონში, წლის შემაჯამებელი საჩოგბურთო ტურნირი გაიმართება, სადაც ყოველთვის ის საუკეთესო 8 სპორტსმენი მონაწილეობს, რომლებიც ATP-ს რეიტინგის სათავეში არიან, თუმც გადანაცვლებაც ხდება – წლეულს, მაგალითად, ლონდონში არ ითამაშებს ლეგენდარული როჯერ ფედერერი.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელი სუპერვარსკვლავი 2020 წლის 7 თებერვლის მერე აღარ გასულა კორტზე – 39 წლის ვეტერანი ტურნირებზე გამოსვლისგან თავს კორონავირუსის პანდემიის გამო იკავებს.
ფედერერის ნაცვლად შემაჯამებელ ტურნირზე ATP-ს რეტინგში მეცხრე ადგილზე მყოფი არგენტონელი დიეგო შვარცმენი მიიღებს.
საბოლოოდ, სეზონს ესენი შეაჯამებენ:
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი), რაფაელ ნადალი (ესპანეთი), დომინიკ ტიმი (ავსტრია), ალექსანდრ ზვერევი (გერმანია), სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი), დანილ მედვედევი, ანდრეი რუბლიოვი (ორივე რუსეთი)
მოქმედი ჩემპიონი ბერძენი სტეფანოს ციციპასია, რომელმაც შარშანდელ ფინალში ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
