კორონავირუსმა დიდი გავლენა მოახდინა NBA-ს გასულ სეზონზე. რეგულარული სეზონი შემცირდა, გარდა ამისა, ეგრეთ წოდებული „ბაბლის“ სისტემით, ერთ ქალაქში გაგრძელდა და უმაყურებლოდ ჩამთავრდა. ცხადია, ამ ყველაფერმა, გუნდების ფინანსურ მდგომარეობაზე იმოქმედა.
ბუღალტერია იმიტომ მოიგონეს, რომ ეს ყველაფერი დაეთვალათ. ჰოდა, სპეციალისტები ჩამოსხდნენ და პანდემიით გამოწვეული კრიზისის დანაკარგები დაიანგარიშეს. ჯამში, 30-მა კლუბმა 694 მილიონი დოლარი დაკარგა.
ყველაზე მეტი სეზონის ჩემპიონმა, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა“ იზარალა. მარტო საშინაო მატჩების დაკარგვით, მათ ხაზინაში დამატებით 52.7 მილიონი დოლარი არ შევიდა. მეორე ადგილზეა „ნიუ იორკ ნიქსი“ – 45 მილიონი, ხოლო მესამეზე „გოლდენ სტეიტი“ – 42.5 მილიონი.
ყველაზე იოლად „მემფის გრიზლი“ გამოძვრა – მათი დანაკარგი 10.4 მილიონია.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
