მანჩესტერი პოჩეტინოს მიუბრუნდა

Home აქეთურ-იქითური მანჩესტერი პოჩეტინოს მიუბრუნდა
მანჩესტერი პოჩეტინოს მიუბრუნდა

Manchester United Make Contact With Mauricio Pochettino Over Replacing Ole  Gunnar Solskjaer - SPORTbible„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელები ოლე გუნარ სულშერს გაშვებას უპირებენ და ახალ დამრიგებელს ეძებენ. ცხადია, ეს გადაწყვეტილება „ტოტენჰემთან“ 1:6 მარცხის შემდეგ იქნა მიღებული.

ნორვეგიელი მწვრთნელის შემცვლელად კი, „ტოტენჰემის“ ყოფილი თავკაცი მაურისიო პოჩეტინო განიხილება. არგენტინელი სპეციალისტის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა მანჩესტერელებს ადრეც სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ბოლოდროინდელი წარუმატებლობის შემდეგ კი, მოლაპარაკებები განაახლეს.

პოჩეტინო რომ აქამდე უმუშევარია, ეგ ცალკე თემაა. არგენტინელმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია ევროტურნირებზე, სადაც მის მიერ გაწვრთნილმა „ტოტენჰემმა“ 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა და „ლივერპულთან“ დამარცხდა.

არც პრემიერლიგაში მუშაობის გამოცდილების ნაკლებობა აქვს.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.