ესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონა“ არ კარგავს იმედს, რომ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე მაინც მოახერხებს მილანის „ინტერის“ თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის გადაბირებას.
გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში „ბლაუგრანა“ ბოლოჯერ შეეცდება 23 წლის არგენტინელის ხელში ჩაგდებას. არადა, კლუბები უკვე რამდენიმე თვეა მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ახლა გადამწყვეტი მომენტია.
ესპანური მედია იმასაც წერს, რომ „ბარსელონას“ ახლა სურს არგენტინელის გადაბირება, რადგან გუნდი ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა. თუ „ინტერს“ ვერ შეუთანხმდებიან, ესპანელები ალტერნატიულ ვარიანტზე გადაერთვებიან.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარტინესი მადრიდის „რეალში“ გადავიდოდა, მაგრამ მოგვიანებით არ დადასტურდა…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
