თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ ევროპალიგიდან რომ გააგდო, ამას ჩრდილოელ მეზობლებში არაადეკვატური გამოხმაურება მოჰყვა. ელიტა დაბოღმილია, ხალხი უფრო ობიექტური…

Они унизили «Динамо»

არის ასეთი რუსული გამოთქმა – плохому танцору яйца мешают… დაახლოებით იგივე მოუვიდა მოსკოვის „დინამოს“ მწვრთნელ კირილ ნოვიკოვს, რომელმაც ქართული მოედნის საფარი და ქართული მიწა დაიწუნა. ალბათ ერთადერთი რუსია, ვისაც ქართული მიწა არ მოსწონს…

Спортивная общественность просто взорвалась от возмущения

მიწის რა მოგახსენოთ და, გუნდი დაგვიწუნა მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ილია გერკუსმა, რომელმაც თბილისის „ლოკომოტივს“ нищеброд (ღატაკი) უწოდა. გერკუსს არც სხვები ჩამორჩნენ: მაგალითად, მომღერალმა ლევ ლეშენკომ „ლოკომოტივთან“, რომლის საშუალო ასაკი 23.6 წელია, მოსკოვური გუნდის „40 წლის უცნაური ფიზიკური აღნაგობის კაცებთან“ წაგება ვერ აიტანა.

«Такому колхозу мы проигрываем впервые»

ზოგმა რუსეთის პრემიერლიგის პირველი ლიგის გუნდს შეადარა ქართული გუნდი, ზოგმაც კოლმეურნეები უწოდა…

მოკლედ, „ლოკომოტივზე“ დადებითი თითქმის არსად ეწერა, მხოლოდ ვასილი უტკინმა გადაუარა „დინამოს“ (ლოკომოტივს არ შეხებია), ხოლო რუსეთის ნაკრებისა და ვიგოს „სელტას“ ლეგენდამ, ალექსანდრ მოსტოვოიმ, ჩვენი ბიჭები გმირებს შეადარა.

Это — позор! «Динамо» проиграло в Тбилиси ноунейму

ეს სპეციალისტების, ჩინოვნიკებისა თუ ბომონდის აზრი იყო. უფრო ობიექტური გულშემატკივრები აღმოჩდნენ, რომლებიც „ლოკომოტივის“ გამარჯვებას დამსახურებულად მიიჩნევდნენ. თუმცა, მათი გარკვეული ნაწილიც „დინამოს“ მარცხს უდიდეს სირცხვილად თვლიდა.

ჩვენ კი, მეტი სასირცხვილო არაფერი მოგვცეს…

ვაგონი მიქრის…

«В УЕФА хотят проверить «Динамо» на полиграфе. Там не верят, что это футбольный клуб»