ბარსელონას ნაცვლად რეალში

Home კატეგორიის გარეშე ბარსელონას ნაცვლად რეალში
ბარსელონას ნაცვლად რეალში

La decisión de Lautaro Martínez que lo acerca a Barcelona - La Brújula 24მოულოდნელი ამბავი: მთელი ზაფხული იწერებოდა, რომ მილანის „ინტერის“ არგენტინელი თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი „ბარსელონაში“ გადავიდოდა და უცებ… მადრიდის „რეალიო“. ევროპული მედიის ცნობით 23 წლის ფორვარდის ტრანსფერი კლუბებმა უკვე შეათანხმეს.

იტალიელები ამ ტრანსფერს ასაიდუმლოებდნენ რადგანაც „ბარსელონადან“ არტურო ვიდალის გადაბირება სურდათ, „ბარსელონას“ კი, ჩილელი ფეხბურთელის ჩართვა მარტინესის ტრანსფერში.

როგორც ჩანს, იტალიურმა მხარემ მარტინესი უფრო სარფიანად გაასაღა. წერენ იმასაც, რომ მარტინესში მიღებული თანხით აშრაფ ჰაკიმში გადახდილ 40 მილიონ ევროს დაფარავენ. აგრეთვე საუბრობენ, რომ მარტინესის სანაცვლოდ „რეალიდან“ „ინტერში“ იჯასის წესით წავა ლუკა იოვიჩი, ამასთან, მილანელებს გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.

საინტერესოა ისიც, რომ მარტინესის ხელფასი წელიწადში 8 მილიონი ევრო იქნება. ეს სამი მილიონით მეტია რაც „ინტერში“ ჰქონდა, მაგრამ ორი მილიონით ნაკლები, რასაც „ბარსელონა“ სთავაზობდა.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.