ჯოკოვიჩი ამერიკიდან გაუშვეს

Home კატეგორიის გარეშე ჯოკოვიჩი ამერიკიდან გაუშვეს
ჯოკოვიჩი ამერიკიდან გაუშვეს

US open-ზე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი უკანასკნელი მოჰიკანი იყო იმ დიდი ბიჭებიდან, ვისაც „დიდი მუზარადის“ ტურნირი მოგებული ჰქონდა. წუხელ კი ნოლე ტურნირს დაემშვიდობა და გამოვიდა, რომ ჯილდოს ვინმე პირველად მიიღებს.
და არ იკითხავთ როგორ გამოეთიშა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ტურნირს მეოთხე წრეში? არასპორტული ქცევის გამო ჯოკოვიჩმა დისკვალიფიკაცია მიიღო. ასეთი სასჯელი კი, მას მერე დაიმსახურა, რაც ბურთი მსაჯისკენ გაისროლა და ქალ ლაინსმენს გაარტყა.
ნოვაკი მეოცე ჩოგან პაბლო კარენო-ბუსტას ხვდებოდა. მეტოქეებმა ერთი სეტის თამაშიც ვერ მოასწრეს. ანგარიში 6:5 იყო ესპანელის სასარგებლოდ და მოწოდებაზე იდგა. სწორედ ამ დროს მოხდა ინციდენტი.
ჯოკოვიჩი სახლში წავა, ხოლო კარენო-ბუსტა მეოთხედფინალში კანადელ დენის შაპოვალოვს  შეხვდება.

 

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.