მოსალოდნელია, ხმაური…

Home აქეთურ-იქითური მოსალოდნელია, ხმაური…
მოსალოდნელია, ხმაური…

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა.
უმთავრესი საკითხი სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის მოწვევა იყო. შედეგად მივიღეთ, რომ საანგარიშო-საარჩევნო სესია 2020 წლის 11 სექტემბერს გაიმართება. ასევე დაამტკიცეს დღის წესრიგი და სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევის რეგლამენტი.
სეოკ-ის უფლებამოსილმა წევრმა ორგანიზაციებმა საანგარიშო-საარჩევნო სესიის დელეგატთა პერსონალური სია სეოკ-ის ოფისში უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 1 სექტემბრისა.
სეოკ-ის წესდების მე-10-თავის 1.1. მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილი სუბიექტების მიერ სეოკ-ის პრეზიდენტის პოსტზე ასარჩევი კანდიდატის წარსადგენი დოკუმენტაციის სეოკ-ში წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 1 სექტემბერის 18 საათი.
ერთი კანდიდატი უკვე ცნობილია – აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს და სრული შემადგენლობით მხარი დაუჭირეს სეოკ-ის მოქმედ პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს.
პრეზიდნტობის სხვა მსურველებს მოსამზადებლად, ფაქტობრივად, 20 დღე მიეცათ. დიდი ალბათობით, ამ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვება… ცნობილია, რომ პრეზიდენტობის სურვილი აქვს სეოკი-ის ყოფილ თავკაც გია ნაცვლიშვილს.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...