კატალონიური სპორტული გაზეთის „ელ მუნდო დეპორტივოს” ინფორმაციით „ბარსელონას” „პარი სენ ჟერმენისგან” 27 წლის ესპანელი ხუან ბერნატის ყიდვა უნდა. მოგეხსენებათ, „ბლაუგრანამ” გასულ სეზონში ჩემპიონის ტიტული მთავარ კონკურენტ „რეალს” გაატანა და ახლა გაძლიერებას გეგმავს.
ბერნატი, რომელიც პარიზამდე „ვალენსიასა” და „ბაიერნში” თამაშობდა, „პარკ დე პრენსზე” აგერ უკვე ორი წელიწადია მარცხენა მცველის ფუნქციას ასრულებს, თუმცა საფრანგეთში ლიგა ერთის ბოლო სეზონი კორონავირუსის პანდემიამ ჩაშალა.
ბერნატის პსჟ-დან წასვლაზე იმიტომ დაიწყეს ლაპარაკი, რომ ესპანელს ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულების ვადა ერთ წელიწადში გაუდის, ასეთ დროს კი ფეხბურთელებს როგორ წესი ან ახალ კონტრაქტს უფორმებენ, ან ყიდიან.
ხუან ბერნატზე ლაპარაკისას შეუძლებელია არ გაგახსენდეს რისხვა, რომელიც მას ჯერ კიდევ „ბაიერნში” თამაშის დროს, რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა დაატეხა:
„სევილიაში ის იყო ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ კინაღამ წავაგეთ და ჩემპიონთა ლიგას გამოვეთიშეთ. სწორედ იმ დღეს გადავწყვიტეთ გაგვეყიდა. მან მძ..ვით ითამაშა და ლამის გაგვაგდო”, — თქვა გავეშებულმა ჰიონესმა.
მოგვიანებით, „ბაიერნის” პრესიდენტმა ბოდიში მოიხადა, ცუდი სიტყვა არ უნდა მეთქვაო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
