Adidas could sign Sterling to Real Madrid | En24 Newsინგლისური ფეხბურთისა და „მან. სიტის“ ვარსკვლავი წლევანდელ სეზონს ვერ დაემდურება – რაჰიმ სტერლინგის პირადი მონაგარი 29 გოლია. სტერლინგი „ქალაქელთათვის“ შეუცვლელი ფეხბურთელია, მაგრამ, შესაძლოა, მომავალ სეზონს სულაც მადრიდის „რეალში“ შეხვდეს.
საქმე იმაშია, რომ სტერლინგის პირად სარეკლამო კონტრაქტს „ნაიკთან“ 31 ივლისს გასდის ვადა. ამერიკული გიგანტის უმთავრესი კონკურენტი „ადიდასი“ მზადაა, ფეხბურთელს ზღაპრული პირობები შესთავაზოს, წლიურად თითქმის 11 მილიონი ევრო გადაუხადოს და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მის ტრანსფერს მადრიდის „რეალში“.
ქომაგებს უნდა ახსოვდეთ, რომ ანალოგიურ სიტუაციაში 2003 წელს „მანჩესტერიდან“ მადრიდში დევიდ ბექემის გადაბარგება დიდწილად „ადიდასის“ შეთავაზებული პირობების შედეგიც იყო. სტერლინგს უთუოდ შეახსენეს ბექემის ისტორია. მან „რეალის“ მხრიდან ინტერესზეც მშვენივრად უწყის, თუმცა ფლორენტინო პერესს რაჰიმის ტრანსფერისთვის საჭირო 130 მილიონი ევრო არ აქვს…
თუ, რა თქმა უნდა, „ადიდასმა“ ძალიან არ მოინდომა…